2022-12-05 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2022 წლის 5 დეკემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარაია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვლისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბერის N42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. სხდომის დაწყებამზე, საკრებულოს წევრებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.