ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123
4678910
111213141617
1820212224
25273031

2022-12-23 - საკრებულოს სხდომა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. 20 მილიონ 371 ათას 100 ლარით განსაზღვრულ ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს, მხარი საკრებულოს 24-მა წევრმა დაუჭირა. დღეს გამართულ სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო რვა საკითხის განხილვა:  1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ . მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია. 2,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინსტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების თაობაზე“ .  მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი. 3 ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ . მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი. 4 ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 4 ნოემბრის №11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი. 5 ,,სენკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი. 6 ,,სენკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღურების წესის დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი. 7,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ . მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი.  8,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია. დღევანდელ სხდომას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია ესწრებოდნენ.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60