2022-12-28 - ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა![]() 2022 წლის 28 დეკემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. სხდომას, კომისიის თავმჯდომარე გიგა წურწუმია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. 1. სენაკში, ნ. შონიას ქუჩის მცხოვრებთა ერთობლივი განცახდების (სარეგისტრაციო N19-41221111-41) განხილვის თაობაზე - ნ. შონიას ქუჩისათვის უკრაინაში გმირულად დაღუპული ბახვა ჩიქობავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. 2. ვ. დემურიას ქ. N7-ში მცხოვრები ომიანა გურჩიანის განცახადებაზე (სარეგისტრაციო N19-41223157-41) - შხეფის ახლადდასახლებულ უბანში, სტალინის ქუჩის მე-3 შესახვევის პარალელური ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით. ორივე საკითხზე მომხსენებლი იყო, საკრებულოსსივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგა წურწუმია.
|
|