2022-12-29 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა![]() 2022 წლის 29 დეკემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა: 1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2023-2027 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თობაზე”. 2 .„სენაკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. ორივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია.
|
|