|
2023-01-17 - საკრებულოს ბიუროს სხდომა 2023 წლის 17 იანვარს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. საკრებულოს ბიუროს სხდომის დაწყებამდე, ბიუროს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის ელისო ცაგურიას ხსოვნას. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის თაობაზე. ,,სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიურლი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. სამივე საკითზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია.
|