|
2023-01-20 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2023 წლის 20 იანვარს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის ელისო ცაგურიასა და საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა: სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ელისო ცაგურიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით ცნობად მიღების თაობაზე. ორივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია.
|