2023-01-20 - ქონების მართვის კომისია![]() 2023 წლის 20 იანვარს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის სხდომა. სხდომას, საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა: ,,სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია. |
|