ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1234567
891011121314
1516181921
222324252628
293031 

2023-01-27 - საკრებულოს სხდომა

2023 წლის 27 იანვარს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. საკრებულოს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია. ,,სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების  მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60